დონალდ ტუსკი საქართველოშია

10 ივლისი 2019, 21:15 1448 ნახვა

დონალდ ტუსკი საქართველოშია. იგი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის წინ ჩამოფრინდა სადაც   მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე, ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი  დახვდნენ. დღესვე ჩამოვიდნენ  საგარეო საქმეთ მინისტრები და დელეგატები  შვედეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ხაზი გაესვა ,რომ  წლევანდელი  შემადგენლობა თავისი წარმომადგენლობითა და რაოდენობით უპრეცედენტოა რაც საქართველოსთვის ევროპულ გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას ნიშნავს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ხვალ გახსნის ბათუმის მე-16 კონფერენციას. „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში ევროკავშირთან ორი შეთანხმება გაფორმდება. ჯამში საქართველო 47 მილიონამდე ევროს მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში