ბათუმში კავკასიის უნივერისტეტის კამპუსი აშენდება

10 ივლისი 2019, 12:52 2153 ნახვა

ბათუმში  კავკასიის უნივერსიტეტის  კამპუსი და სკოლა აშენდება. მშენებლობის  პრეზენტაცია  დღეს გაიმართა. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით,საცურაო აუზით და  სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1500 სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე  გათვლილი  სივრცის მშენებლობა  3 წელიწადში უნდა დასრულდეს.  

უნივერსიტეტში  იქნება როგორც საბაკალავრო ასევე  სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამები. იფუნქციონირებს  ტრენინგ ცენტრი. უნივერსიტეტი ქართველებთან ერთად უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს. მშენებლობის პრეზენტაციას ქვეყნისა და რეგიონის  ოფიციალური პირები  ესწრებოდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში