ვითარება რუსთაველზე დილიდან დაიძაბა, მას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ, ჯერ ლგბტ პრაიდი გააპროტესტეს, რომელიც სხვათაშორის უკვე გაუქმებული იყო, მოგვიანებით კი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
ახლა პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული. ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა კი ღირსების მარში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ გადაინაცვლას სამინისტროს შენობასთან ლევან ვასაძემ.