გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

08 ივლისი 2019, 18:45 2439 ნახვა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.  ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

''რუსთავი - 2 თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას. გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

წამყვანის მონოლოგს საზოგადოების ნაწილის პროტესტი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. არხის მენეჯმენტმა ბოდიში მოიხადა, დღეს კი თვითრეგულირების ორგანომ საკითხზე იმსჯელა. 

გიორგი გაბუნიამ შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებით გუშინ საავტორო გადაცემის მონოლოგი დაიწყო. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ტექსტი არავისთან იყო შეთანხმებული. განცხადება მალევე დაგმო დირექტორმა. ნიკა გვარამიამ იქვე ისაუბრა მთავრობის რეაქციებზე და ხაზი გაუსვა მოსალოდნელ საფრთხეს.

ტელევიზიასთან მალევე შეიკრიბა აქცია, გააპროტესტეს გაბუნიას განცხადებები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არხმა ჯერ ბადე შეცვალა, შემდეგ კი დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი