თბილისი პრაიდი ხვალ ''ღირსების მარშის'' გამართვას გეგმავს

07 ივლისი 2019, 18:12 1883 ნახვა

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“ ხვალ გაიმართება. განცხადებაში წერია, რომ 22 ივნისს დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

მათი თქმით, სოლიდარობა გამოვცხადეს იმათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.“თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ხვალ გუნდი ღირსების მარშს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად გამართავს.

''ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

 ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

ჩვენ გამოვდივართ! '' - წერია ''თბილისი პრაიდის'' ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი