საპლაჟო ფეხბურთის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგიის გუნდი დაამარცხა

07 ივლისი 2019, 11:00 1252 ნახვა

6-3 - საპლაჟო ფეხბურთში, ბულგარეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ნორვეგიის გუნდი  დაამარცხა. ქართველები ბოლო შეხვედრას დანიის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ   ხვალ 14:45 წუთზე გამართავენ. დანიელები B დივიზიონში ასპარეზობენ, ევროლიგის გათამაშება კი პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 9 ფეხბურთელი, "დინამო ბათუმის" ღირსებას იცავს. საპლაჟო ფეხბურთში მომდევნო ეტაპი სექტემბერში დაიწყება საქართველოს ნაკრები კი  A დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში