ტურისტული ვიზიტები 6 თვეში 18%-ით გაიზრდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება 2018 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 20, 2 %-ით მეტია.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან განხორციელდა. ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ლატვია , ნიდერლანდები . 6 თვეში საქართველოში 4 მლნ- მდე საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.