საქართველოს მართლმსაჯულება თავის ისტორიაში პირველად ელექტრონულ სამაჯურს დეპუტატზე გამოიყენებს

02 ივლისი 2019, 21:39 1462 ნახვა

საქართველოს მართლმსაჯულება თავის ისტორიაში პირველად ელექტრონულ სამაჯურს დეპუტატზე გამოიყენებს - ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც დღეს სამოქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ნიკა მელიას კი ახალი შეზღუდვა დაუწესა. ელექტრონული სამაჯურის პარლამენტარზე გამოყენება შეურაცხმყოფელია ოპოზიციისთვის, ამბობენ, რომ ჩანს როგორ ეშინია მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს მელიას პოლიტიკური აქტივობის.

ამასთან, იურისტები კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ. როგორც იცით 20 ივნისის ღამის გამო მელიას სასამართლომ საჯარო გამოსვლების უფლება შეუზღუდა, მანამდე კი მისი დაპატიმრებისთვის სასამართლოს და პროკურატურას გზა უმრავლესობამ გაუხსნა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი