აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთთვიანი მუშაობა - როგორი იყო მოლოდინი და რა რეალობის წინაშე აღმოჩნდა ზურაბ პატარაძე - რეგიონის პირველი პირი აჭარის რადიოს ეთერში ისაუბრებს. იპოთეკით დაზარალებულთა საკითხი, ''ოცნების ქალაქი'' და ბათუმის სტადიონი - ამ და სხვა თემებზე ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ხედვა - ზურაბ პატარაძე გადაცემა ''კომპეტენტური პასუხის'' სტუმარი იქნება. გადაცემა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მისი მოსმენა FM104.5 - ზე შეგიძლიათ.