ქობულეთში ახალგაზრდებმა ზებრა გადასასვლელებზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ბანერებით - "არა სისხლიან მთავრობას", "არ მესროლო", "რუსეთი ოკუპანტია", "გახარია თვალთხარია" - აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.