სამართალდამცველებმა 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

02 ივლისი 2019, 10:45 2703 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით, 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. ფინანსურმა პოლიციამ საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და ექვსი პირი დააკავა.

ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი