საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

01 ივლისი 2019, 15:11 1110 ნახვა

საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაციის პარალელურად, "შერატონ მეტეხი პალასთან" გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს."გახარია წადი!"- ეს წარწერა, გიორგი ახვლედიანს “შერატონ მეტეხი პალასის“ წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" დეპუტატებთან გაატანეს თუმცა, ახვლედიანს ბანერი დაცვამ ჩამოართვა. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს.

პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებს სწორედ "სირცხვილის კორიდორში" მოუწიათ გავლა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, შეკრების მიზანი არაა შეხვედრის ჩაშლა. მისი თქმით, ამ აქციით ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი