ამ წუთებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრების მათ მიერ ინიცირებულ პროექტზე ახლა შეკითხვებს პასუხობენ.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, ეს იძლევა შესაძლებლობას, ახალ ეტაპზე გადავიდეს საქართველოში პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარება, ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარების მიმართულებით“-განაცხადა ირაკლის კობახიძემ პრეზენტაციაზე.