აქციის მონაწილეებმა უნდობლობის ნიშნად პარლამენტის შენობას ზურგი შეაქციეს

30 ივნისი 2019, 21:57 1374 ნახვა

''გთხოვთ მეგობრებო პარლამენტს შევაქციოთ ზურგი - მშვიდად, ჩუმად და ვანახოთ ჩვენი პროტესტი'' - ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. 

''დავდგეთ თუნდაც 15 წამით ზურგით პარლამენტისკენ, გთხოვთ... ვანახოთ ჩვენი ზურგი და ვუთხრათ, ჩვენ არ გენდობით... თქვენ ჩამორჩებით ჩვენი მორალური ფასეულობისგან დაახლოებით ნახევარი ან ერთი საუკუნით'' - აქციის მონაწილეებმა  ეს გზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს. 

ამბობენ, რომ მესამე მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ. 

''წავიდეს გახარია და ჩვენც წავალთ'' - ამბობენ ორგანიზატორები.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მე-11 დღეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოთხოვნაა დარჩენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. 

პარლამენტის შენობასთან მეშვიდე დღეა, რამდენიმე ახალგაზრდა შიმშილობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი