ქვეყანა საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს უკვე მეათე დღეა. მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვენ.
ისინი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას განსაკუთრებით 20 ივნისის სისხლიანი აქციის შემდეგ აყენებენ. პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები თბილისში პარლამენტის შენობის წინ ყოველ დღეს 7 საათზე იკრიბებიან. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მშვიდობის მარშისთვის ემზადებიან.