დაანონსებულ მსვლელობას მალხაზ მაჩალიკაშვილიც უერთდება

29 ივნისი 2019, 15:35 1292 ნახვა

საპროტესტო აქციებს აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. იგი უერთდება მოქალაქეების პროტესტს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანასთან და გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. იგი ერთ ერთი დაზარალებულია 20 - 21 ივნისის მოვლენების.

პარალელურად თემირლან მაჩალიკაშვილი ითხოვს თემირლანის საქმეზე შეიქმნას [პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელზეც როგორც იცით ერთხელ უკვე მიიღო უარი. მან მოთხოვნისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ამ დროისთვის 40 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. მისი ინფორმაციით,  ამ დრომდე მის მოთხოვნას  ხელისუფლებიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში