ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ - გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება. ამასთან რეკომენდაციით გამოდიან მხარეები დიალოგსა და კომპრომისებზე წავიდნენ. განცხადებაში რომელსაც ელჩები ავრცელებენ აღნიშნულია - „გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად. აუცილებელია ომბუდსმენის ჩართულობა.
მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ.“ განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ გამოაქვეყნა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სახელით. მანამდე ეს განცხადება ბრიტანეთის ელჩმა გაავრცელა.