პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია შუამდგომლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.
სახელმწიფო ბრალდება ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.