სუსის უფროსის და პოლიციის პოლკოვნიკის გაქურდვის საქმე

24 ივნისი 2019, 21:12 2538 ნახვა

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც გიორგი გახარია და სუს-ის ყოფილი უფროსი ახსენეს -  აჭარის სუს-ის ყოფილი უფროსის ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის საქმეზე გაასაჯაროვა პროკურატურამ დრეს მისი მეუღლის ჩვენება.  სხდომა დღეს გაიმართა.  გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს,  გამოძიება  მათ მოპარული ნივთების გასაღებასაც ედავება.  ამის პარალელურად კი დაცვის მხარე აცხადებს,რომ  ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა.

ცნობისთვის, საქმის არსებითად განხილვის დროს დაზარალებულის სახით ასევე დაიკითხა ყოფილი პოლკოვნიკი  ენვერ მელაძე, რომელმაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას შს მინისტრმა გიორგი გახარაიმ აჩუქა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის სდებს ბრალს დანაშაულში. მომდევნო სხდომაზე დაცვის  მხარე დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ბრალდებულები  სამართალდამცველებმა გასული წლის ნოემბერში დააკავეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი