20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა ნაწილს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება. 305 დაკავებულიდან 60-ზე მეტის ინტერესებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’ იცავს.
საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე დაკავებულის საქმის განხილვა გადაიდო და შესაბამისად ყველა პროცესი ჯერ არ გამართულა. სულხან სალაძე დაკავებების შემდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს სწავლობს. ის ყველა იმ მედიის წარმომადგენელთან გასაუბრებას გეგმავს, ვინც აქციის ღამეს დაშავდა, მათ შორის ჩვენი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორთან.