ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების საქმე

23 ივნისი 2019, 20:23 1622 ნახვა

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების  საქმეზე დაკავებულის      ადვოკატის  განცხადებით, გოჩა კოკაია, რომელიც საქმეში მთავარი მოწმეა, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში უნდა მისცენ.  

მარიკა ჯანიკაშვილი ირწმუნება, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოთლებში ბენზინი ჰქონდა, თუმცა არა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში ბრალდებული 70 წლის გიორგი წიქარიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გიორგი წიქარიძის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი