ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

21 ივნისი 2019, 21:00 1411 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ მომხდარა აქციის მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე.

ამასთან, ომბუდსმენის ცნობით, კადრებში ჩანდა სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები. ლომჯარია ამბობს, რომ ცალკე შეფასების საგანია ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები. სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება.

ამასთან, ომბუდსმენი მიმართავს საქართველოს მთავრობას აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად. მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი