სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ — კობახიძე გადადგომას არ აპირებს

20 ივნისი 2019, 22:58 5046 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს, რომ ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეა პასუხისმგებელი. მისი გადადგომის მოთხოვნაზე კი ამბობს, რომ "სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს".

კობახიძის თქმით, ამას "კონკრეტული მიზეზები აქვს", თუმცა არ აკონკრეტებს რას გულისხმობს. კობახიძის გადადგომა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი და კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი დაჯდა და საქართველოს პარლამენტს რუსულ ენაზე მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი