ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი - გიორგი გახარია 

20 ივნისი 2019, 22:27 1312 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი, უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

„პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება, გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად
დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო  ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

პარლამენტთან ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში