საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დღეს ოკუპანტი ქვეყნის, კომუნისტი დეპუტატი დაჯდა.
ამასთან დაკავშირებით უმრავლესობამ პროტესტი მოგვიანებით მას შემდეგ გამოხატა, რაც ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრებმა სერგეი გავრილოვის პარლამენტიდან გაძევება მოითხოვეს, უმრავლესობის წევრები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას, მოგვიანებით რუსმა დეპუტატებმა დატოვეს პარლამენტის შენობა და გადაინაცვლეს სასტუმროში.
აქ მალევე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომელთა შორისაც მოხდა დაპირისპირება. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.