პროტესტი პარლამენტში

20 ივნისი 2019, 15:09 1319 ნახვა

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები დღეს შეთანხმებისამებრ იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში, ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი,რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობას რუსი დეპუტატები მიიღებდნენ.

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სერგეი გავრილოვი  საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის სავარძელი მოირგო და სხდომა გახსნა. ეს ფაქტი, მხოლოდ ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს.  ისინი ავიდნენ ირაკლი კობახიძის სამუშაო ადგილას და არ მისცეს სხვა პირებს ამ ადგილის დაკავების საშუალება.

უმრავლეობის წევრებმა სცადეს ოპოზიციის წევრებთან მოლაპარაკება, მმართველი გუნდის წევრების ამტკიცებენ, რომ სერგეი გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი