ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
„ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“-განუცხადეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ვერტფმფრენი რუსულია.