მთავრობამ გავრილოვი რაც შეიძლება სწრაფად და ჩუმად უნდა გაუშვას ამ ქვეყნიდან - შალვა შავგულიძე

20 ივნისი 2019, 15:13 1509 ნახვა

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ სერგეი გავრილოვს ''ქართულმა ოცნებამ'' ქვეყანა ჩუმად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაატოვებინოს, თუმცა ხელისყფლებას პროცესების პროვოცირება არ სურს. 

''ჩასვან თვითმფრინავში, როგორც დახვდნენ ზარ-ზეიმით და გაისტუმრონ, ოღონდ ზარ-ზეიმით არა, ჩუმად გაუშვან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფოს გეგმის და ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. 

პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონს კობახიძეს არა აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა,  რადგან მან სავარძელი ფაქტიურად დაუთმო. ნუ ეცდებიან პროტოკოლურ შეცდომას გადააბრალონ'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შალვა შავგულიძემ.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი