„მთავრობამ ლგბტ პირები უნდა წაიყვანოს უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ“- დეკანოზის ჰომოფობიური განცხადება

18 ივნისი 2019, 14:53 1525 ნახვა

სასულიერო პირებმა,  დავით ნოზაძისა და ვახტანგ დავითაშვილმა ბრიფინგი გამართეს და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთეს.

„იცით რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ. დაგვანებონ ჩვენ თავი“-ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას  დეკანოზმა დავით ნოზაძემ. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ვის ეკისრებოდა  პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ პრაიდის დროს მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბებოდა.

სასულიერო პირების, დავით ნოზაძისა და ვახტანგ დავითაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ლგბტ აქტივისტების მსვლელობას ვერ შეეგუება .

„თუ დაიწყებენ მსვლელობას, დავდგებით და არ გავატარებთ. ეს მათი უფლებების შეზღუდვაა? კი, ბატონო. სამაგიეროდ, ჩვენგან ღვთის ცნების აღიარებაა“, - განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი