„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს

15 ივნისი 2019, 21:11 1371 ნახვა

დავით გარეჯი ყოველთვის იყო საქართველო, ამ მხარეს ერქვა კახეთი, ეს არის კახეთი, – ამის შესახებ  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და პატივს სცემს მას. ეს კი ქართველების სამშობლოა, რომლისთვისაც ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ეკლესია იცავს ზნეობას და არავის აქვს უფლება, ეკლესიაზე ზეწოლა განახორციელოს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი