ხულოს არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

11 ივნისი 2019, 18:20 1619 ნახვა

ხულოს ახლადარჩეულმა მერმა  პირველი სამუშაო შეხვედრა  თვითმმართველობის თანამშრომლებთან გამართა. ასევე წარადგინა პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, რომელიც მერის მოვალეობას ასრულებდა..  ვახტანგ ბერიძე სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და  მათ გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ვახტანგ ბერიძე  მერიაში  რეორგანიზაციას არ  გამორიცხავს. 

 ხულოს მერიაში დღემდე რამდენიმე ვაკანტური თანამდებობაა,  მათ შორის  თავისუფალია მერის მეორე მოადგილისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის  პოსტიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში