მანჰეტენზე ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი 

10 ივნისი 2019, 23:23 3197 ნახვა

ნიუ იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. ის სავარაუდოდ, შვეულმფრენის პილოტი იყო.

ვერტმფრენი, სავარაუდოდ, 51 სართულიან შენობას დაეჯახა. ავარიის ადგილზე იმყოფებიან ნიუ-იორკის ოფიციალური პირები, მათ შორის, გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. რა გახდა ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ნიუ იორკში ძლიერი წვიმა და დაბალი ხილვადობა იყო.

 

ადგილობრივი მედია, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში