პრობლემები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში

10 ივნისი 2019, 18:14 2133 ნახვა

რა პრობლემებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ადვოკატები და არასამათავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შენობა არაადაპტირებულია და ტექნიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს.  

თუ პროცესის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, იგი შენობის მეორე სართულზე სხვისი დახმარების გარეშე ვერ მოხვდება, არის სხდომათა დარბაზების სიმცირე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, რომ შენობის რეაბილიტაცია დაგეგმილია, თუმცა შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც პროცესებს აფერხებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში