გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები დარგეს. აქციაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ბათუმის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე 4000 -ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო.