4 მილიონი "ოცნების ქალაქისთვის", ორი მილიონი კი ახალგაზრდული ცენტრისთვის - ბიუჯეტში ცვლილებები შედის

05 ივნისი 2019, 13:04 1844 ნახვა

2019 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 18 159 000 ლარით იზრდება და  342 203 400 ლარს შეადგენს - ბიუჯეტის პროექტში  ცვლილებების შეტანისა და ფინანსური დოკუმენტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ, დღეს  დეპუტატები  ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. 

პროექტის თანახმად, გაზრდილი ბიუჯეტიდან  4 მილიონი ლარი  "ოცნების ქალაქში" სოციალური სახლის მშენებლობაზე დაიხარჯება. 1 700 000 ლარით დაფინანსდება განათლების სამინისტროს სსიპ-ი  "ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი", რომლის მიზანი ახალგაზრდობის  განვითარების ხელშეწყობა. .

სიახლეა აჭარის განათლების სამინისტროს მიმართულებითაც.  აჭარის 229 სკოლაში ინსპექტირებისა და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, შემდგომი რეაგირების ფუნქცია ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ უწყება დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის, სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების საკითხს თავად გააკონტროლებს.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი