ავტომობილი ტროტუარზე ველოსიპედისტებს დაეჯახა

02 ივნისი 2019, 16:54 4192 ნახვა

მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და ორ ველოსიპედისტს დაეჯახა. ერთი დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც, მას დაკვირვება უტარდება.

მედიკოსების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია. ადგილზე პოლიციაა იმყოფება. შსს-მ გამოძიება  276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში