უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა, ეროვნული თავდაცვის აკადემია. ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ლაბორატორიები, ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული ცოდნის განმტკიცებას.
თავდაცვის მინისტრმა საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც დაათვალიერა, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.