გვიან ღამით ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი,რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.