მთავარი პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს

01 ივნისი 2019, 11:49 2372 ნახვა

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს.

ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში