მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ და მოქმედ 7 მაღალჩინოსანს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. მასშტაბურ კორუფციულ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი აქვს ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსაც.