კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნამონასტრევში ნანგრევების შესწავლას არ გეგმავს

30 მაისი 2019, 12:27 2175 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში სამონასტრო კომპლექსის ნანგრევების შესწავლას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აპირებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ იციან განხორციელდება ძეგლზე კონსერვაციის თუ რესტავრაციის პროექტი. 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფლის სახელი წარსულში აქ მონასტრის არსებობას უკავშირდება, რომელიც გადმოცემის თანახმად, მეთორმეტე საუკუნის უნდა ყოფილიყო. ახლა ტაძრიდან რამდენიმე ქვა შემორჩა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის აზრით ძველი ასომთავრული წარწერის კვალი შეინიშნება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში