ცესკოს განკარგულება

20 აგვისტო 2016, 00:00 2312 ნახვა

ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეები საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმას 1-ელ ოქტომბერს მისცემენ. ცესკომ, გუშინდელ სხდომაზე, განკარგულებით საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი დაამტკიცა. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი:  ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. 

ამავე კატეგორიაში