შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში

25 მაისი 2019, 15:05 1324 ნახვა

შიმშილობის მე-9 დღე. ჭიათურელი მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებენ. თუ ორშაბათამდე  მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათ ექნებათ ერთადერთი მოთხოვნა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა.

ამ ეტაპზე 15 მაღაროელი შიმშილობს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი. კარვები გაშლილია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი