სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მოსახლეობამ ინფორმაცია ხელვაჩაურის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძისგან მოისმინა. დეპუტატის თქმით, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელის შესახებაც ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია და ვერ იღებენ სარგებელს. მოსახლეობამ შეხვედრაზე კითხვები მიწათსარგებლობის კუთხით დასვა.
პროგრამებში ჩასართავად ხშირად ერთ -ერთი პირობა მიწის საკუთრებაში ქონაა, სოფლად კი ბევრს ამ დრომდე რეგისტრაცია არ აქვთ. ილია ნაკაშიძის თქმით, მიწის რეფორმის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა მეტწილად მოგვარდება.
მოსახლეობამ დაბალპროცენტიანი სესხების აუცილებლობაზეც ისაუბრა. შეხვედრა მოსახლეობასთან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.