პრემიერი მტკიცებით ლარის კურსის რყევები დროებითია

23 მაისი 2019, 16:12 1619 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დროებითი მოვლენაა. პატარა ქვეყნის ეკონომიკაზე კი მეზობელი დიდი ქვეყნები, თავიანთი დიდი ეკონომიკით, გავლენას ახდენენ.

მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ ექსპორტის მაჩვენებლი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ტურიზმის ციფრები ძალიან კარგია და სავაჭრო დეფიციტის შემცირების პროცესი მიმდინარეობს. 

''ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოში არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარეობს აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. თუმცა ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონიმიკური პარამერტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს ძალიან მოკლევადიანი ასახვაა“, – განაცხადა პრემიერმა. 

ბოლო დღეების განმავლობაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე თეთრით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს, 23 მაისს ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარადა და 78 თეთრადაა შესაძლებელია, უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში