ხვალ ბათუმში ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პოტენციალს, საპრივატიზაციო ობიექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნობიან. შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის 500 წარმომადგენელს ელოდებიან.