საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა დღეს და ხვალ ბაქოში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან.
უწყების ინფორმაციით, 14 მაისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო გეგმები.