ზუგდიდში არჩევნების პერიოდში რესტორანმა 1 ტონა ყველი დახარჯა 

22 მაისი 2019, 17:44 2210 ნახვა

ზუგდიდში მერის არჩევნები, მთელი საქართველოს ყურადღების ქვეშ მოექცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და არჩევნებზეც, ზუგდიდში უამრავი ადამიანი იყო ჩასული - პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ჟურნალისტები, დამკვირვებლები  და ა.შ. 

ზუგდიდში რთული იყო ღამის გასათევი ადგილების პოვნაც, ბუნებრივია დატვირთული იყო საკვები ობიექტებისა და რესტორნების მუშაობაც. 

ადგილობრივი მედიასაშუალება  livepress.ge  წერს, რომ  საარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები ყველაზე ხშირად, მეგრული კერძებიდან ელარჯს და გებჟალიას უკვეთავდნენ. ერთ-ერთ რესტორანში კი,  „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მხოლოდ 10 დღეში 1 ტონა ყველი დახარჯეს.

„იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეში 100 კილოგრამი და მეტი ყველი გამოგვიყენებია,“ - თქვეს რესტორნის წარმომადგენლები.  

ქალაქის ცენტრში, სიდიდით მეორე რესტორანში კი ამბობდნენ, რომ ელარჯის გარდა, ყველაზე ხშირად სტუმრები ხბოს ხორცის ნიგვზიან ხარჩოს და კუპატს ითხოვდნენ. თუმცა, არ დაუთვლიათ რა რაოდენობის პროდუქტის დახარჯვა მოუწიათ დატვირთული გრაფიკით მუშაობის დროს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი