საარჩევნო ოლქში დღეს საჩივრებს განიხილავენ

21 მაისი 2019, 12:15 1141 ნახვა

ხულოს 84- ოლქში  მერის რიგგარეშე არჩევნებზე  დაწერილ საჩივრებს დღეს განიხილავენ. ოლქში სულ 22 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად  პროცედურულ  დარღვევებს  ეხება. საჩივრებიდან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს“, ხოლო დანარჩენი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.   ავტორები კომისიისგან ძირითადად  დისციპლინარულ პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში