ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად დაიგეგმა.
ბათუმისა და ლიანიუნგანის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროების გაუმჯობესებას გულისხმობს.